25 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
მადრიდის რეალი და მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. მადრიდის რეალმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ძირითად დროში 1:2 დამარცხდა, შედეგად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც სამეფო კლუბმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

თამაშის დეტალებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ვიქტორ კაშაიმ რეალის სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია - მსაჯმა 84-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში არტურო ვიდალს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ჩილელს მოედანი დაატოვებინა. კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი მეორე გოლის მომენტში კი პორტუგალიელი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, მადრიდის რეალმა ბაიერნი 4:2 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 6:3 და ნახევარფინალში გავიდა. სამეფო კლუბთან ერთად ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო იასპარეზებს, რომელმაც სტუმრად ლესტერთან ფრე - 1:1 ითამაშა (ორი მატჩის ჯამში 2:1).

*კრიშტიანო რონალდომ დღევანდელ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი აქვს გატანილი. ევროტურნირებზე კი პორტუგალიელს 103 გოლი აქვს გატანილი.

დღის ამბები