25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
ბაიერნის ფეხბურთელები მსაჯების ოთახში შევარდნენ

ესპანური Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა და რობერტ ლევანდოვსკი რეალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯების ოტახში შევარდნენ და არბიტრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებებით იყვნენ უკმაყოფილო და სიტუაციის განეიტრალება პოლიციამ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ კაშაის მსაჯობამ ძალიან ცუდი შეფასება დაიმსახურა. უნგრელმა არბიტრმა არტურო ვიდალს მეორე ყვითელი ბარათი უსაფუძვლოდ უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ლაინსმენმა კი რონალდოს მეორე გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა. შეხვედრა კი რეალის გამარჯვებით 4:2 დასრულდა და სამეფო კლუბი ნახევარფინალში იასპარეზებს. 

დღის ამბები