25 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
ბარსელონამ სტუმრად მადრიდის რეალი დაამარცხა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში რიგით მეორე ელ კლასიკო გაიმართა - მადრიდის რეალმა ბარსელონას უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ანგარიში 28-ე წუთზე კაზემირომ გახსნა, მესიმ შესანიშნავი გოლით რამდენიმე წუთში გაათანაბრა. მატჩის მეორე ნახევარში ივან რაკიტიჩის ეფექტური დარტყმით ბარსა დაწინაურდა. ამასთანავე სერხიო რამოსი მსაჯმა მესისთან უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევა. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა რეალმა მაინც მოახერხა გათანაბრება და მატჩი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა დამატებულ წუთებზე სერხი რობერტოს მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ლიონელ მესიმ დააგვირგვინა და ბარსელონას გამარჯვება მოუტანა.

ლა ლიგაში რეალს და ბარსელონას თანაბარი 75-75 ქულა აქვთ და ჩემპიონატს ლიდერობენ, თუმცა სამეფო კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დღის ამბები