20 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები ლიტვაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. მომდევნო მეტოქეს - იტალიას 4:1 მოუგო და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

დღის ამბები