20 მაისი 2024,   09:55
ვრცლად
საქართველოს ჭაბუკთა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

სარაევოში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 69 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუსეთს 9 ქულით აჯობა. ევროპის ჩემპიონები ბექა გურული და გიორგი შოთაძე გახდნენ. ვერხლის მედალი გიორგი ცოფურაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს კი აკაკი ოსიაშვილმა, დავით სოლოღაშვილმა და ოთარ აბულაძემ აიღეს.

ჭაბუკთა ნაკრები სამშობლოში დღეს, 16:25 საათზე, სტამბულის რეისით დაბრუნდება.

დღის ამბები