19 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
ხვალიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება - ორშაბათი საფლავთა კურთხევის დღეა, ამ დღეს მოქალაქეები მიცვალებულებს იხსენებენ

დედასთან და ძმასთან სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაული კიდევ უფრო აახლოებს, მაშინ როცა მათ საფლავებზე მიდის და გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან სააღდგომო სანოვაგე მიაქვს.

ჯერ საფლავს გაწმენდ, მერე პასქას დადებს და სანთლებს დაანთებს. უკვე წლებია, ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ამ რიტუალით აღდგომას ულოცავს. თან სჯერა, რომ საეკლესიო სამყაროში ყველაზე დიდ დღესასწაულს, ამ დროს, მათთან ერთად აღნიშნავს.

აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით და პასქებით ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

აღდგომას, საფლავზე გასვლის ტრადიცია, საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს და, რომ ეს მხოლოდ საერო ტრადიციაა.

თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე, განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა, მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

დღის ამბები