18 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
წმინდა ბარბარეს უძველესი ეკლესია, რომელსაც მოძღვარი საუკუნის განმავლობაში არ ჰყავდა და მღვდელი იოსებ სადუნიშვილი, რომელიც აქ უკვე 10 წელია მსახურობს

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, ქვეყანაში უკვე 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია მონასტერია. წირვა-ლოცვა რეგულარულად აღდგა ისეთ ეკლესიებშიც, სადაც მოძღვარი საუკუნის განმავლობაში არ ჰყოლიათ. ასეთია სოფელ ჭალოვანის წმინდა ბარბარეს სახელობის უძველესი ეკლესიაც, რომელიც იმერეთში, ძირულას ხეობაში მდებარეობს.

ეს წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარია საქართველოში. 10 წელია აქ უკვე მამა იოსებ სადუნიშვილი მსახურობს, რომელიც 7 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მამა იოსები ამბობს, რომ სოფლის მღვდლობა, რომელიც თავის დროზე, ჩვენ პატრიარქსაც სურდა, მისთვის განსაკუთრებული საქმე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები