19 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
აგვისტოში ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის და მის მაგივრად დემოკრატები მიშელ ობამას წარადგენენ - შპიგელი

აგვისტოში ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის და მის მაგივრად დემოკრატები მიშელ ობამას წარადგენენ - ინფორმაციას შპიგელი ავრცელებს. მედიის ცნობით, შტატების დემოკრატიული პარტია არ გამორიცხავს, ​​ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება 2024 წლის აგვისტოში ჩიკაგოში პარტიის ყრილობის დროს გამოაცხადოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დემოკრატებმა მიშელ ობამა თავიანთ პოტენციურ კანდიდატთა გამოკითხვაში შეიტანეს.

"ბევრი ამერიკელი ოცნებობს ქალ პრეზიდენტზე" - წერს გამოცემა და აღნიშნავს რომ ამერიკელთა ორი მესამედი ბაიდენს ძალიან მოხუცებულად თვლის იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ ოთხი წელი მართოს. ამავდროულად, ბევრ ამერიკელს არ სურს არჩევნები დონალდ ტრამპმა მოიგოს. სტატიაში ნათქვამია რომ ტრამპის წინააღმდეგ ნეგატიურად მოქმედებს სასამართლოს მიერ ამჟამად განხილული საქმეების დიდი რაოდენობა.

დღის ამბები