19 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს ოდირი არ დააკვირდება - რიკარდ იოზვიაკი

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს ოდირი არ დააკვირდება - ინფორმაციას რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი ავრცელებს.

"მიზეზი, რის გამოც ოდირი არ დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს ლიეტუვაში მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა რუს და ბელარუს დამკვირვებლებზე. ოდირი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა""- წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

ოდირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ლიეტუვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლის შესრულების პირობას ეუთო-ს წევრი ქვეყნები დებენ.

დღის ამბები