18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
„ჟენევის მოლაპარაკების მხარეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ" - დავით დონდუა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებამდე განცხადება გააკეთა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დავით დონდუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ტექსტი ქართულ მხარეს დააკმაყოფილებს და რუსეთი პასუხისმგებლობას აიღებს.

„ჟენევის მოლაპარაკების მხარეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ და ამ ყველაფერს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. რუსეთი თავიდანვე ცდილობს, ისე წარმოაჩინოს თავი, თითქოს, მას ამ კონფლიქტში არაფერი ესაქმება, ის არის მომრიგებელი და ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და აფხაზებსა და ქართველებსა და ოსებს შორის. ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში რუსეთი ცდილობს, თავისი ასე წარმოადგინოს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში მოლაპარაკებები პირველ და მეორე ჯგუფებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები