19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი აქტი - პრეზიდენტმა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან უკვე გამართა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველო დასავლეთს უნდა შეუერთდეს და მხარდამჭერი აქტის მიღება არსებულ გამოწვევებზე ადექვატური პასუხი იქნება. 

დღის ამბები