26 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
გიორგი ვაშაძე სახელმწიფო უწყებებს RMG GOLD-თან გარიგებაში ადანაშაულებს

შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, გარემოს დაცვის კომიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ამ უწყებებს ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, RMG GOLD-თან გარიგებაში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ამ უწყებებთან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გააგზავნეს წერილები, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.  

ვაშაძემ უწყებების ხელმძღვანელებს მიმართა და პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, თითოეულ მათგანს მოვუწოდო, რომ ნუ აჭიანურებთ ხელოვნურად ამ პასუხების გაცემას, ჩვენ ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ და მაინც დავადგენთ იმ უკანონობებს, რაც თქვენი ხელდასმით და თქვენი ხელის დაფარებით ხდება ამ ტერიტორიაზე და მოუწევს RMG GOLD-ს ხალხის ინტერესის გათვალისწინება,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე ის წერილებიც გაასაჯაროვა, რომლითაც დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა ამ უწყებებს მიმართეს.

დღის ამბები