05 მაისი 2024,   18:33
ვრცლად
პენტაგონი - აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ reuters ავრცელებს.  

"შემიძლია, დავადასტურო, რომ აშშ-ის სამხედრო გემებმა, მათ შორის USNS Benavidez-მა, დაიწყეს დროებითი ნავსადგომის საწყისი ეტაპების მშენებლობა სანაპიროზე",- განუცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს.

მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავდა, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გამხდარიყო შესაძლებელი.

დღის ამბები