26 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან სოფლების ნაწილი სასაფლაოს გარეშე დარჩა

საოკუპაციო ხაზთან სოფლების ერთი ნაწილი სასაფლაოს გარეშე დარჩა. მიწები, სადაც სასაფლაოები იყო, რუსმა ოკუპანტებმა მიიტაცეს. მოსახლეობა იძულებულია მიცვალებული ან სხვა სოფელში დამარხოს ან ათობით კილომეტრის დაშორებით, თბილისში გადაასვენონ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ოკუპირებული საფლავების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. გორის მერიაში აცხადებენ, რომ უსაფლავოდ დარჩენილი სოფლების თემით მედიის დაინტერესების შემდეგ დაიწყებენ მუშაობას და სასაფლაოსთვის ადგილს გამოყოფენ.

ოკუპაციის ხაზთან რამდენიმე სოფელია, სადაც საფლავებზე გასვლა უსაფრთხოდ ვერ ხერხდება.

ადგილობრივი ამბობენ, რომ რამდენჯერმე შენიშნეს რუსი სამხედროები, რომლებიც მათი სასაფლაოს ახლოს გადაადგილდებოდნენ, ამიტომ მიცვალებულის დამარხვა ზოგჯერ თავისუფლების სანაცვლოდ და დიდი რისკის ფასად უწევთ.

დღის ამბები