26 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
სამართალდამცველებმა თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანხის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს, მუქარისა და იძულების გზით, თანხას სისტემატურად სძალავდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

დღის ამბები