02 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
გაჭიანურებული ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულთში-ენმ-ს მტკიცებით კომპანიის მეპატრონე ივანიშვილთან დაახლოებული პირია

ქობულეთში ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ.

მოსახლეობა შიშობს, რომ 2 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთება სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრება და შესაბამისად სანაპირო ტურისტების მისაღებად მზად არ იქნება, რაც მათ მცირე ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. სანაპიროს მოპირკეთება ქობულეთში ოქტომბრის თვეში დაიწყო და ივნისში უნდა დასრულდეს, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით ფირმა დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს და იქ სამუშაოები თითქმის არ მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ შეურთდა, მათი თქმით, ფირმის მეპატრონე ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და ადგილობრივი ხელისუფლებაც აღნიშნულ სამუშაოებზე კონტროლს ამ მიზეზით არ აწარმოებს.

ამ ინფორმაციას ქობულეთის მერიაში უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ სამუშაოები გაჭიანურებულია. 

დღის ამბები