26 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
კვირიკაშვილის და ივანიშვილის სახე დღეს ნათლად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბატონმა გაჩეჩილაძემ - ნიკა მელია

„საგიჟეთია ჩვეულებრივი,“ - ეს შეფასება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა. 

დაპირისპირება დღეს კაზრეთში მიმდინარე პროცესებს და RMG GOLD-ის საქმიანობის განხილვას მოჰყვა.

ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა, მისი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ გააპროტესტოს ის, რაც ქვეყანაში ხდება. კონკრეტულად კი ნიკა მელია გარემოზე მიყენებულ ზიანს გულისხმობს.

„კვირიკაშვილის და ივანიშვილის სახე დღეს ნათლად კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბატონმა გაჩეჩილაძემ,“ - აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელია აუქციონში გამარჯვებასთან დაკავშირებითაც საუბრობს. 

„რომ არა ის დაფიქსირებული გამარჯვება, თუნდაც RMG-თან მიმართებაში, როდესაც ჩვენ არ გავატანეთ ბიძინა ივანიშვილის 15 ათასად და 5 მილიონამდე გვევაჭრა, დღევანდელი დანაშაულებრივი მოცემულობა, რომელიც RMG-ში დაგვხვდა, ვერ იქნებოდა გამოვლენილი,“ – აღნიშნა მელიამ.  

 

 

დღის ამბები