19 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
"ყველა საჭირო კონსულტაცია ჩატარდა" - ციხელაშვილი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა პრემიერის ინიციატივა შეთანხმებული რუსულ მხარესთან

პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა და მთავრობის წევრების განმარტებები - გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული შეთავაზება  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა ეკონომიკური და საგანმანათლებლო შეღავათების შესახებ, თითქმის სრულად იმეორებს იმ წინადადებას, რომელზეც ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იყო თუ არა დღევანდელი ინიციატივა შეთანხმებული რუსულ მხარესთან - თავდაპირველად ეს კითხვა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა მოგვიანებით მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  ყველა საჭირო კონსულტაცია ამ საკიხთზე ჩატარდა.

„ყველა საჭირო კონსულტაცია ჩატარდა, რაც სჭირდებოდა ამ ინიციატივის მომზადებას და რაც მომავალში შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ წარმატებულად განხორციელდეს და რა თქმა უნდა მე მაქვს ყველაზე დიდი იმედი, რომ ჩაერთვება საზოგადოება და ის საზოგადოებები ვის კეთილდღეობასაც ეს ეხება ვგულისხმობ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები