07 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - პრემიერი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პრემიერი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართავს. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრით გახსნა.

პრემიერი ამბობს, რომ გეგმის მიზანი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.

„ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას. სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: პირველი არის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება. მეორე გახლავთ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. მესამე გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები