26 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ისევ არეულობაა - ღაზის სექტორში შეტაკებები განახლდა

ახლო აღმოსავლეთში ისევ არეულობაა. ღაზის სექტორში შეტაკებები პალესტინელებსა და სამხედროებს შორის პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ განახლდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებაც.

ღაზაში აცხადებენ, რომ დაპირისპირების შედეგად 2 პალესტინელი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა. მათივე მტკიცებით, ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნები ინფორმაციას არ ადასტურებენ.

დაძაბული ვითარების გამო, ისრაელმა ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორია დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას მოძრაობა „ჰამასმა“ ე.წ. პალესტინელთა დაბრუნების მარში და საზღვრის გარღვევის კამპანია დაანონსა. მარში დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოფიციალური მონაცმებით, 30 მარტს მომხდარი შეტაკებების შედეგად 18 პალესტინელი დაიღუპა.

 

ფოტო - reuters.com 

დღის ამბები