06 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
ჩალის ფასი აქვს ასეთ რეზოლუციებს, რომელიც დგას უსამართლობაზე, არანაირ არგუმენტებზე, უბრალოდ არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი - ირაკლი ზარქუა

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები დილიდან კეთდება - რეზოლუციის სარეკომენდაციო ხასიათზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი და ირწმუნება, რომ არც ქვეყნის ევროინტეგრაციას და არც ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება. "ქართულ ოცნება" ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევას ეხება.

"მორიგ ჯერზე, მომსწრე ვართ, როგორ ხდება დევალვაცია ევროპული ღირებულებების, გავხდით მოწმენი, როგორ შეიძლება, რომ ეს ევროპარლამენტის ტრიბუნა, მართალია დარჩენილი აქვთ სულ 2-3 კვირა და შემდეგ არის არჩევნები ევროპარლამენტში, როგორ იყენებენ. გვახსოვს წინა რეზოლუციები, გასულ წელს, ჩაგვიწერეს, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი, რაც სტრასბურგმაც კი დაადასტურა, თურმე არისო პოლიტპატიმარიო, რომ ჩაგვიწერეს და კეზერაშვილი არისო მედიამენეჯერიო და დევნითო. გასული წლის რეზოლუცია, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტმა მიიღო, ამ კუბილიუსებმა, ჩვენ საიდან გავიგეთ, რომ დაფინანსებული იყო ლობისტური კომპანიების მხრიდან? გავიგეთ იქიდან, რომ ამერიკაში მოქმედი რუსული კანონი, რომელსაც "ფარა" ჰქვია, იმით გავიგეთ, რომ თურმე სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაუხადა ამერიკელ ლობისტებს და ისინი შემდეგ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ამ ფეოლებს, ვიოლა იგივე, ამათ უწერდნენ ტექსტებს და ამ ტექსტებით გამოდიოდა, აქედან გავიგეთ.

ვისურვებდი, რომ იმისკენ, სადაც ჩვენ ვიღწვით, ევროპა რატომ გვინდა, იმიტომ, რომ იქ არის სამართლიანობა, იქ არის ღიაობა, გამჭვირვალობა, მათ შორის ფინანსების და რას გვეუბნებიან დღეს ესენი - რომ თურმე გიგაურმა და ლომჯარიამ თავისი მილიონობით დაფინანსება რაც აქვთ - ამის დაფარვა არის თურმე კარგი, ევროპული და ღიაობა არისო რუსული, ამას გვიმტკიცებენ. ჩალის ფასი აქვს ასეთ რეზოლუციებს, რომელიც დგას უსამართლობაზე, არანაირ არგუმენტებზე, უბრალოდ არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები