26 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა მოსახლეობას პარტიის საპენსიო კონცეფცია გააცნეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს, პარტიის ლიდერები ქუთაისში იმყოფებოდნენ.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა ადგილობრივებს პარტიის საპენსიო კონცეფცია გააცნეს, რომელიც პენსიის 400 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს.

ასევე, მათი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ძირითადად უმუშევრობას, ინფრასტრუქტურული პროექტების არარსებობას, წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირდება. 

დღის ამბები