22 ივნისი 2018,   03:33
ვრცლად
დაპირისპირება სახელისუფლებო ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სხვადასხვა გუნდებს შორის  - რა ხდება უმრავლესობაში 

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ირგვლივ გაერთიანებულ გუნდებს შორის კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელი გახდა. 

ხელისუფლების სხვადასხვა გუნდები ერთმანეთს პრესის და პრესსამსახურების მეშვეობით ესაუბრებიან. თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის და დაპირისპირება არ არსებობს, თუმცა, გუშინ, „შაბათის კურიერში“ გასაჯაროებული წერილის მიმოწერიდან ირკვევა, რომ მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა.

უმრავლესობის წევრები რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფენ. დაპირისპირების მთავარი საბაბი კი ნინია კაკაბაძეა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს. ეს ფაქტი გედევან ფოფხაძეს არ მოეწონა და დაიმუქრა, რომ უმრავლესობას დატოვებდა. ამის შემდეგ, ის პარლამენტის თავმჯდომარემ უხეშად გააკრიტიკა.

„ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ პირველად გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ გახდა საჯაროდ ცნობილი, როდესაც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესს, ივანიშვილის მიერ მართვად ქაოსს უწოდებს. გოგუაძე ფიქრობს, რომ ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერა ივანიშვილმა პირადად ირაკლი კობახიძეს დაავალა და ამის შესახებ საქმის კურსში მხოლოდ ხმათა აუცილებელი რაოდენობა იყო.

დღის ამბები