26 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
"ცოტა მეტი დაფიქრება მართებს სანამ ვინმეს შეიწყალებს" - მმართველი გუნდი პრეზიდენტს შეწყალებული პატიმრების გამო აკრიტიკებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალებისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება მართებდა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, პრეზიდენტის შეცდომა მძიმე შედეგით დასრულდა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოძალადეს, რომელსაც უდოს კომისიამ ექვსჯერ უთხრა უარი, სწორედ გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

„ურჩიოს ქალბატონმა ანამ პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს სანამ პრეზიდენტი დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს კონსტიტუციურს და ვინმეს შეიწყალებს,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით არასწორად აფასებს ეკა ბესელიაც. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უდოს კომისიის უარი უნდა ყოფილიყო სიგნალი პრეზიდენტისთვის, რომ აღნიშნული ადამიანი ციხიდან გარეთ არ გამოეშვა.

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი პერსონალური გადაწყვეტილებები უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ  და ნათლად დასაბუთებული და როდესაც არ არის ამასაც სჭირდება შესაბამისი განმარტება და უნდა ძალიან მკაფიო პასუხი რატომ მოხდა ეს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვეფხია ბაქრაძე 2015 წელს დააკავეს, მან ყოფილ მეუღლეზე იძალადა. 2017 წელს მან საპყრობილე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით გერს , 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გამოჭრა. 



დღის ამბები