26 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
აშშ რუსეთს სირიაში ქიმიური თავდასხმის კვალის დაფარვაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატები რუსეთს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება სირიის რეჟიმთან ერთად დაბრკოლებებს უქმნის ქიმიური იარაღის აკრძალავის ორგანიზაციის ექსპერტებს.

ჰიზერ ნოიერტის თქმით, ეს ქმედება ქიმიური თავდასხმის ტერიტორიის გაწმენდას და მტკიცებულებების დამალვას უკავშირდება.

ექსპერტები თითქმის ერთი კვირაა დამასკოში იმყოფებიან და სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების მტკიცებულებების მოსაპოვებლად ქალაქ დუმაში ჩასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

დღის ამბები