13 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შექმნაზე იმსჯელებენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის საკითხს განიხილავენ.

ინიციატივას არამოსამართლე წევრები საეჭვოდ მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპს საფრთხე დაემუქროს.

დღევანდელ სხდომაზე არამოსამართლე ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღებას გეგმავენ.

„შესაძლებელია საფრთხე დაემუქროს საქმეთა განაწილების შემთხვევითობის პრინციპს იმგვარად, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ, წინასწარ განჭვრიტონ თუ რომელ მოსამართლეს დაეწერება ესა თუ ის საქმე. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად ისეთი ცვლილებები უნდა იქნას გატარებული კანონში, რომ არ შეექმნას საფრთხე შემთხვევითობის პრინციპს,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები