06 მაისი 2024,   13:05
ვრცლად
"პრეზიდენტს გაცილებით მეტი შეეძლო გაეკეთებინა ქვეყნისთვის" - გია ვოლსკი

"პრეზიდენტს გაცილებით მეტი შეეძლო გაეკეთებინა ქვეყნისთვის,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის წინ განაცხადა.  

მან გიორგი მარგველაშვილსა და მმართველი გუნდს შორის დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ამ დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და სახელისუფლებო სხვა რგოლებს შორის, დამაზიანებელი იყო განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე. ამის მთავარი მიზეზი არის გარკვეული შინაგანი, პერსონალური, პირადი დამოკიდებულება საკითხების მიმართ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები