26 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
უძველესი ქვევრები გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში-მუშებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამეურნეო დანიშნულების შენობის კედლები აღმოაჩინეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოში გვიანი შუა საუკუნეების ქვევრები და სამეურნეო დანიშნულების შენობის კედლები აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე უკვე ორი თვეა სამლოცველოს, ცოკოლის და კარნიზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 8 თვე გაგრძელდება და მისი ღირებულება მილიონი ლარია. ბოლო წლებში ამავე ეზოში აღმოჩენილია მე-12 საუკუნის მარანი და წყლის საწრეტის ფრაგმენტები. პროექტს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მუნიციპალური, განვითარების ფონდის დაფინანსებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. 

დღის ამბები