26 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
"მერაბიშვილის და ახალაიას ციხეში ნახვა სასიამოვნო ნამდვილად არ იყო ჩემთვის"-ევროპარლამენტარი ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ყოფილი მაღალჩინოსნები ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. მისი თქმით ის თბილისში ყოფილი კოლეგების მოსანახულებლად ჩამოვიდა. ევროპარლამენტარმა ხელისუფლებას მოუწოდა, შეცვალოს სიტუაცია.

„ამ საპატიმროში მესამედ ვარ. მოვინახულე ადამიანები, რომლებიც ჩემი კოლეგები იყვნენ. მათ ძველ თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ შევხვედრივარ. სასიამოვნო მათი ციხეში ნახვა ნამდვილად არ იყო ჩემთვის, ამიტომ როგორც საქართველოს მეგობარი მივმართავ ხელისუფლებას შეცვალოს არსებული სიტუაცია. ახალაიასა და მერაბიშვილის საქმეებს 5-6 წელი უსრულდება, ისინი კი სრულ იზოლაციაში არიან, რაც ძალიან სამწუხაროა,“-განაცხადა ანა ფოტიგამ.

დღის ამბები