02 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
გორში გარევაჭრობა აკრძალეს - ხმაური და დაპირისპირება ქალაქის ცენტრში 

გორში გარევაჭრობის აკრძალვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის გამზირებზე გარევაჭრობის დახლები აიღეს, რაც მოვაჭრეებმა გააპროტესტეს.

ისინი ზედამხედველობის სამსახურის თანაშრომლებს დემონტაჟის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა სამუშაოების დასრულდება მათ ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის დახმარებით მაინც შეძლეს.

გორის მერიის განმარტებით, გარემოვაჭრეები ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გააფრთხილეს.

მოვაჭრეები გარევაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი განცხადებით, ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სხვა შემთხვევაში ოჯახის რჩენას და საბანკო ვალდებულებებს გასტუმრებას ვერ შეძლებენ.

დღის ამბები