26 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს 9 მაისი პირადად მიულოცა

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა 97 წლის დურმიშხან გზირიშვილს პირადად მიულოცა დღევანდელი დღე. შალვა ნათელაშვილმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ღირსეულად იცხოვრონ.

„ბატონმა დურმიშხანმა და მისმა თაობამ, დედამიწა გადაარჩინა ფაშიზმის მიხაკისფერ საფრთხეს,“ - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები