20 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
"კივილი დაიწყო ბავშვმა... გაუსივდა ენა, ტუჩები"-6 წლის ბავშვს გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა

ფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება შეჭამა. ახლობლების ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა, შედეგად 6 წლის გოგონამ პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობა მიიღო.  გოგონა რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტი ფოთში, "ბერვილი-ჯგუფის" ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც შვილიშვილი ტკბილეულის შესაძენად ბებიამ მიიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„კივილი დაიწყო ბავშვმა სიმწრისგან. გაუსივდა ენა, ტუჩები. ეს იყო მჟავა, რომლითაც მილებს და ონკანის ნიჟარებს წმენდენ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

დღის ამბები