02 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
ძარცვა ზუგდიდში - ქალს თავს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაესხნენ

ძარცვა ზუგდიდში - ქალს თავს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში შედიოდა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა მას საფულე წაართვა. შემთხვევა წუხელ მოხდა. 

როგორც შინაგან სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები