26 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
"პოლიციური რეჟიმი ყალიბდება, ჩვენ ვართ აქ ამის დასაცავად" - ნატა ფერაძე

"რასაც აკეთებდნენ ბასიანზე, ეს იყო სრული განუკითხაობა. მათ შერჩათ ხეების ჭრა, სახლების ნგრევა, პოლიციური რეჟიმი ყალიბდება, ჩვენ ვართ აქ ამის დასაცავად. აქ დგანან ჩემი შვილები,“- ასე შეაფასა „პოსტსკრიპტუმის“ პირდაპირ ეთერში პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და გალერიში“, ჩატარებული სპეცოპერაცია. ის პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება.

ის პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომაში გამოსავალს ვერ ხედავს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ მათ დაუყოვნებლივ თანამდებობა უნდა დატოვონ.

„სად არის პრემიერი, სად არის კალაძე. კალაძე გუშინ რომ გამოვიდა პეპლებიანი პრეზერვატივის ჩასაცმელში და სისულელეები ილაპარაკა, არ არის ეგრე, უნდა გაიაზროს, რამხელა პასუხისმგებლობა აბარია,“-აღნიშნა ფერაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები