26 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია - სოფო ვერძეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო ვერძეული, პარლამენტის წინ გამართული აქციის შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.

სოფო ვერძეულის თქმით, აქციის დასრულების გადაწყვეტილება სწორი იყო.

ის სამართალდამცავების ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დაშალა იქ შეკრებილები, თუმცა, კვირას პარლამენტის წინ ისინი ცდილობდნენ კონტრაქციის მონაწილეების შეჩერებას.

„ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვლაპარაკობთ სისტემურ პრობლემაზე, პოლიტიკის ცვლილებაზე და ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამ აქციის დაშლის თუ დასრულებას ეს მუხტი არ გაჰყვება და არ დაიკარგება არსად,“ - განაცხადა ვერძეულმა.

დღის ამბები