26 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
გურამ შარაძის შვილი სოსო გოგაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

გურამ შარაძის შვილი სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშვილს და ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ მათი მოქმედებები ეჭვს უჩენს, სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. რუსუდან შარაძის ინფორმაციით, საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, თუმცა, მოწმეს სოსო გოგაშვილი აშინებს.

რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. პრესკონფერენცია მან დღეს პარტია „ქართული ოცნების“ შენობასთან გამართა, რის შემდეგაც მოკლული მამის სურათი ოფისში დატოვა.

დღის ამბები