26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
გაერომ ისრაელ-ღაზის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ ისრაელ-ღაზის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუცია მიიღო.

საბჭო ღაზის სექტორში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობის ფაქტზე დაუყოვნებლივი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

დოკუმენტის მიღებას მხარი 29 ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ შეერთებული შტატები და ავსტრალია წავიდა, 14-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

გაეროს პარალელურად, მუსლიმური ქვეყნები რეგიონში პალესტინელების დასაცავად საერთაშორისო ძალების განთავსებას ითხოვენ.

საგანგებო სამიტი თურქეთის ინიციატივით სტამბოლში გაიმართა.

შეტაკებებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელ-ღაზის საზღვარზე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები