02 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - დოლიძე გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივის

ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.

სასამართლოში სარჩელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს შეიტანს.

საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამი თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძე 2008 წელს იყო რუსეთში, რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მათ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა.

„აუცილებელია საზოგადოებაში მოღვაწე ყველა პირმა, განსაკუთრებით მოსამართლემ იცოდეს, რომ ტყუილს, ტყუილად დაბრალებას აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი. მე სასამართლოს მივმართავ იმისთვის, რომ უარყოფილ იქნას ის ტყუილი, რომელიც თქვა მოსამართლე გვრიტიშვილმა ჩემთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს მაღალი სტანდარტი პასუხისმგებლობის,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები