26 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ხოშტარიას ქუჩა, სადაც სამუშაოები 5 მაისს უნდა დასრულებულიყო ისევ გადათხრილია - ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

ხოშტარიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 5 მაისს ამოიწურა, თუმცა ქუჩა ისევ გადათხრილია.

კომპანია "ნიუ როუდ გრუპმა" ნაკისრი ვალდებულება დასახელებულ დროში ვერ შეასრულა, რის გამოც მას ჯარიმა დაეკისრა.

თუ ორი დღის ვადაში კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა, მას ხელშეკრულება ცალმხრივად გაუუქმდება.

ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის დახარჯული 94 ათასი ლარის მიზნობრიობისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კი საკრებულოს ოპოზიცია საკითხის შესწავლას სარევიზიო კომისიისგან ითხოვს.

„ხედავთ, აქ არაფერია მოწესრიგებული. ბოლომდე სამუშაოები მიყვანილი არ არის, ანუ გრძელდება ფაქტობრივად ნარმანიას დანატოვარი, ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, ასევე მეორე მნიშვნელოვანია საგამოძიებო უწყება ჩაერთოს“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები