25 ივნისი 2018,   00:04
ვრცლად
ორჯერ გადადებული სინოდის სხდომა - პატრიარქის მოსაყდრის გამო შესაძლოა 47 მღვდელმთავარი სხვადასხვა დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდეს

შვიდი თვეა წმინდა სინოდის სხდომა არ გამართულა. მღვდელმთავრები არც სინოდის საახალწლო და არც საგაზაფხულო სხდომაზე არ შეკრებილან. კითხვაზე რატომ - სასულიერო პირებს პასუხი არ აქვთ.

სინოდის სხდომებს შორის შვიდ თვიანი ინტერვალი ბოლო 20 წელია არ ყოფილა. არადა განსახილველი მღვდელმთავრებს ბევრი დაუგროვდათ, მოსაყდრის დასახლებიდან დაწყებული შიდა პრობლემებით დამთავრებული.

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ სწორედ მოსაყდრის თემა შეიძლება იყოს ის ერთადერთი საკითხი, რის გამო ერთ მაგიდასთან მჯდომი 47 მღვდელმთავარი სხვადასხვა დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდეს.

გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა გიორგობის დღესასწაულზე ერთპიროვნულად მიიღო, საეკლესიო კანონის მიღმა აღმოჩნდა. ილია მეორეს ხელმოწერილმა დოკუმენტმა საპატრიარქოში ორი მმართველის არსებობას დაუდო საფუძველი. 

დღის ამბები