26 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
26 მაისი - ქუთაისში სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს რეგიონებში აღნიშნავენ. ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში უკვე მოეწყო დეკორაციები და სცენები.

დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. მთელი დღის განმავლობაში კი კულტურული ღონისძიებები, გამოფენა - გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გაიმართება.

ქუთაისში ღონისძიებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები