26 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
დღეს გაცილებით უფრო მეტად ვიგრძენი ადამიანების მხარდაჭერა - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის შესახებ საუბრობს. აქცია თავად ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. 

„დღევანდლამდე, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მეტად ვიგრძენი იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც მართლა ძალიან უნდა იმ სიმართლის გარკვევა, რა სიმართლეც იმალება პროკურატურის უკან. დღესაც დადგინდა ის ფაქტი, რომ იმ ორი დანის გარდა, კიდევ არის სხვა იარაღი გამოყენებული ჩემ შვილზე. მე მჯერა, ქართველი ერის, მე ჯერა ქართული საზოგადოების, მე მჯერა ქართველი ხალხის, რომ მაქსიმალურად ბოლომდე გვერდით დამიდგებიან და აუცილებლად მივაღწევ ჭეშმარიტებას. აუცილებლად უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე ეს მკვლელები, რომ დღეს ჩემი შვილი არის მსხვერპლი, მაგრამ ხვალ არ უნდა იყოს სხვისი შვილი, ზეგ არ უნდა იყოს კიდევ სხვისი შვილი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

დღის ამბები