02 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
დე ფაქტო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა- ამის შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე საუბრობს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტიც. 

რაულ ხაჯიმბა საკუთარ განცხადებაში თანამშრომლობის და სირიაში მშვიდობის დამყარების იმედს გამოთქვამს. 

 

დღის ამბები