26 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ირაკლი შოთაძე 7 საათამდე უნდა გადადგეს - გიგი უგულავა 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია კომისიის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციიდან და მისი შემადგენლობის უმრავლესობაც ოპოზიციის იყოს.

„ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტი ვე იმუშავებს, თუ არ იქნება საზოგადოებრივ სიფხიზლე და ზეწოლა, ზეწოლა აუცილებელია, ვითხოვთ კომისიამდა მ ამ ზეწოლამ განაპირობა ის, რომ უმრავლესობა კომისიის შექმნას დათანხმდა,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა ითხოვს, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს.

„ირაკლი შოთაძე 7 საათამდე უნდა გადადგეს, გადადგეს დღის ბოლომდე ყველაზე გვიან და მისი მოადგილეები მიჰყვნენ,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები