07 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ზუგდიდში იმართება.

კომისიის წევრები მოსახლეობას ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ხვდებიან და ცვლილებების შინაარსს და მიზნებს აცნობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საზოგადოებას პოზიტიური განწყობა აქვს.

"პოზიტიური განწყობაა ამ ცვლილებების მიმართ. ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, იმ კანონებზე, რომელიც მისაღები იქნება ამ კონსტიტუციური ცვლილების პარალელურად. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოების მხრიდან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები