26 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
შეიქმნება ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი, რათა სარალიძის ოჯახს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს - შალვა თადუმაძე

სახალხო დამცველი პრემიერსა და მოკლული მოზარდების ოჯახებს შორის შეხვედრას ეხმაურება. დღეს პრემიერსა და შს მინისტრის მიერ მოკლული მოზარდების და პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან გამართულ შეხვედრას ნინო ლომჯარია დაესწრო.

ომბუდსმენის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„იყო საუბარი იმაზე, რას აკეთებს ახლა გამოძიება, რომ იქნება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ იქ შეთანხმება, რაღაც საუბარი იმაზე, რომ რა ვადაში, რა იქნება, არ ყოფილა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძის თქმით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. თადუმაძის თქმით, ასევე, შეთანხმდნენ, რომ სარალიძის ოჯახს ინფორმაციას მუდმივად მიაწვდიან.

„აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იქნა ყველა ის საკითხი, რომელზეც კითხვები ამ დღეების განმავლობაში არსებობდა. შს მინისტრმა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სარალიძის ოჯახს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმატი იმისთვის, რომ სარალიძის ოჯახს მუდმივად მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღის ამბები