26 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
„მხოლოდ ქართულის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია 

სოფო ბათილაშვილი, ალექსანდრე მრელაშვილი,  საბა კემულარია და კონსტანტინე კარანაძე - „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია. მეგაშოუს ნახევარფინალი ოთო კვალიაშვილმა და გოგა გიორგელაშვილმა დატოვეს.

გუშინ პროექტის ექვსივე მონაწილე მაყურებლის წინაშე ორი-ორი სიმღერით წარდგა. თითო კონკურსანტის მხარდაჭერა მაყურებელს გუშინ ერთის მაგივრად, ორჯერ შეეძლო.  

„მხოლოდ ქართულის“ მუსიკალური ხელმძღვანელი შოუს მაყურებელმა გუშინ განსხვავებულ ამპლუაში ნახა. ზვიად ბოლქვაძემ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასა და ნუკრი კაპანაძესთან ერთად, მისი ახალი მუსიკალური პროგრამიდან ერთ-ერთი კომპოზიცია შეასრულა.

ზუსტად ერთ კვირაში მაყურებელი და ჟიური „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულს გამოავლენს.

გადაცემის სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები