26 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
აქცია იუსტიციის სახლთან - წულუკიანის გადადგომას სტვენით, შეძახილებითა და დრამების თანხლებით ითხოვდნენ

სტვენით, შეძახილებითა და დრამების თანხლებით იუსტიციის სახლის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში იუსტიციის მინისტრს არ ენდობიან და წულუკიანი უნდა გადადგეს.

აქციის მონაწილეები ამბობებენ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლის, დათო სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიება თეა წულუკიანი პასუხისმგებლობაა, რადგან იუსტიციის მინისტრის გატარებულმა რეფორმებმა შედეგი ვერ გამოიღო და კრახი განიცადა.

იუსტიციის სახლთან შეკრებილები წარუმატებელ სასამართლო რეფორმაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს აკისრებენ.

დღევანდელ აქციაზე იუსტიციის სამინისტროს ის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც სამსახური თეა წულუკიანის მინისტრობის დროს დაკარგეს. მათი თქმით, სასამართლო დავები მოიგეს, თუმცა იუსტიციის მინისტრმა განჩინებების აღსრულებაზე უარი თქვა.

აქციაზე დღეს საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძეც მივიდა, ის რეესტრში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, ამის შესახებ წერილი მინისტრს მიწერა თუმცა მესხიძის თქმით, წულუკიანმა მსხვერპლის ნაცვლად, მოძალადე დაიცვა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნით - გადადგეს თეა წულუკიანი, ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებენ.  

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები