26 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
ხმაური ოზურგეთში - ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოზურგეთის საკრებულოსთან, სადაც სოფელ ნასაკირალის მცხოვრებლები აქციას მართავდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნიკა მელიასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბესო ქათამაძის ერთ-ერთი მხარდამჭერი დააკავეს.

ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნასაკირალის მცხოვრებლებიც მივიდნენ და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

„იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები და თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესაჯა პროკურატურას და პოლიციას, ჩამოსვლისთანავე გუბერნიის თანამშრომლები ანუ დამატებით „ქართული ოცნების“ წევრები მომიგზავნეს იმ აქციაზე, სადაც აპროტესტებდნენ ბესო ქათამაძის ცემას. ბიძინა ივანიშვილს ჩამონგრეული აქვს სახელმწიფო და საკუთარი გავლენის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს და ყველაფერზე მიდის. ეს უსამართლო განცდა, ეს თავდასხმები არ აორთქლდება, პირიქით, ფეთქებადი აირივით გროვდება და აუცილებლად ეს დაჭიმული ზამბარა ბიძინა ივანიშვილს მოხვდება უკან უახლოეს მომავალში,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ  ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები