26 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
ნაცემი ენმ-ს დეპუტატი - რამიშვილი უარყოფს, რომ პარტიას ქუჩური გარჩევა შესთავაზა, "ოცნება" კი თავად რამიშვილთან კავშირს გამორიცხავს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემიდან მესამე დღეს „ქართული ოცნების“ გურიის ორგანიზაციაში შიდა განხეთქილება დაიწყო. დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ნესტორ რამიშვილი, რომელიც წლებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელია, მათ პარტიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეაგზავნა და საკუთარი დეპუტატის ცემის პროვოცირება მოახდინა. რამიშვილი სკანდალის შუაგულში დღეს დილით მოექცა, მას შემდეგ რაც "კურიერმა" გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ სთავაზობს ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს  მათი თანაგუნდელის ცემისთვის სამაგიეროს გადახდას.

ნესტორ რამიშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის სრულიად შემთხვევით შეხვდა ენმ-ს წევრებს და შესთავაზა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მომხდარი ინციდენტში მხარეები მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გარკვეულიყვნენ.

„სრულიად შემთხვევით შევხვდით სადგურის ტერიტორიაზე. მე ველაპარაკე და ვუთხარი მოდით გავარკვიოთ ვინაა მართალი. თქვენთან ოფისში მოვალთ, დავჯდეთ, დავუძახოთ  იმ ხალხს ვინც ესწრებოდით მადას. რატომ, რისთვის მოხდა ეს ამბავი. მე არ ვიცოდი იმ წუთისთვის რა მოხდა, რისთვის მოხდა,“-განაცხადა ნესტორ რამიშვილმა. 

დღის ამბები